შამბალა (Shamballa)

ეზოთერიკოსებიშამბალასამაჯურშითილისმასხედავენ, რომელიცამშვიდებსდაიცავსმისპატრონს, ძალასაანიჭებსდაწარმატებისსაწინდარია. მოდას მიმდევარი ადამიანი მას ლამაზ ძვირფას ნივთად თვლის, რომლითაც შეიძლება გაიბრწყინო კიდეც. ფანებისთვის შამბალა-სამაჯური მათი კუმირების მიბაძვის ატრიბუტია. მაგრამ რა არის რეალურად შამბალა?

მედს კორნერაპი (Mads Kornerup) „სამბალა ჯეველსის“ (Shamballa Jewels) დამფუძნებელი თავის ინტერვიუებში არაერთხელ აღნიშნავს, რომ იდეა და სტრუქტურა შამბალა-სამაჯურის ბუდისტური მალადან (კრიალოსანი) აიღო. ბუდისტი ბერები კრიალოსანს მედიტაციის, გალობის დროს აზრის კონცენტრაციისთვის იყენებენ. აგრეთვე მანტრას დათვლის გასაადვილებლად. სრული კრიალოსანი 108 მძივს შეიცავს. დიდი მძივი ანუ კუდი აღნიშნავს მალას თითოეული ბრუნვის დასაწყის და დასასრულს. თავად მალა ბუნებრივი მასალისგან კეთდება – თესლისგან, ხისგან, ძვლისგან, ნახევრადძვირფასი ქვებისგან. შეიძლება ძვირფასი მეტალის და ქვების გამოყენება, მთის ბროლის, მარგალიტის და ა.შ. თითოეული მასალა მალას განსაკუთრებულ თვისებებს სძენს. ბერები სპეციალური რიტუალებით განწმენდნენ მალას, რომ მან განსაკუთრებული მაგიური და ენერგეტიკული თვისებები შეიძინოს.

ხაზს ვუსვამ – აქ საუბარია მალაზე, როგორც ბუდისტური სწავლების ატრიბუტზე და არა შამბალა-სამაჯურზე. ბერები ატარებდნენ სწორედ მალას, როგორც სამაჯურს და არა შამბალა-სამაჯურებს, როგორც ბევრი საიტი წერს დღეს.

შამბალა-სამაჯური, როგორც საიუველირო ბრენდი და კომერციული პროდუქტი შეიქმნა და ბაზარიც ძალიან სწრაფად აითვისა ახლახანს. ამ სამაჯურებსაც აქვს თავისი საინტერესო ფილოსოფია, რომელიც ძმებმა კორნერაპებმა შექმნეს ბუდიზმის საფუძველზე. სწორედ ამით აიხსნება სულიერი და მაგიური თვისებების მიწერა ამ სამაჯურებზე.

საინტერესო ფაქტი მოხდა, როდესაც „შამბალა-ჯეველსმა“ კომპანია NIALAYA იდეის მოპარვაში დაადანაშაულა. NIALAYA-მ კი თავი შემდეგნაირად დაიცვა – მაკრამეს ტექნიკა ათასწლეულებს ითვლის და ის შამბალა-ჯეველს“ არ მოუოგნებიაო. ამიტომ პლაგიატზე და ავტორობაზე საუბარი არ უნდ აიყოსო. ამით შეიძება მხოლო გავუსვათ ხაზი ეთ რამეს, რომ სწორედ ამ სამაჯურებში ჩადებული ფილოსოფია განასხვავებს ამ სამაჯურებს სხვა ანალოგიური მაკრამე-სამაჯურებისგან, რომლებსაც სხვა კომპანიები უშვებენ.

ასე რომ, მეც ვაძლევ თავს უფლებას გამოვიყენო მაკრამეს ტექნიკა ამ სამკაულის შესაქმნელად.

რა მასალისგან შეიძლება „შამბალა-სამაჯურების“ გაკეთება?

ხე, ძვირფასი და ნახევრადძვირფასი ქვები, ბროლი, მეტალის ბურთები მჭიდროდ მიკრული ბროლის სტრაზებით და ა.შ. მე ვთვლი, რომ ის შეგიძლიათ გააკეთოთ ნებისმიერი მასალისგან, რომელსაც საჭიროდ ჩათვლით და რომელიც საბოლოოდ ლამაზი იქნება.

იხილეთ შემდეგი სტატიები:

სამაჯური „შამბალა“ და ცნობილი ადამიანები

“შამბალა” Fashion ჟურნალებში

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s