…მე …I’m

მე ნატალი ვარ… ნუ მკითხავთ რა პროფესია მაქვს… ჩემი ინტერესების გარკვეულ ნაწილს ფსიქეას ბლოგზე გაეცნობოდით. დიპლომით, ესთეტიკოსი, ფილოსოფიურ დისციპლინათა მასწავლებელი გახლავართ… შემდეგ საინფორმაციო ტექნოლოგიებს გადავეყარე და ის ჩემს დიდ გატაცებად და ახალ პროფესიადაც კი იქცა… თუმცა, კიდევ ერთი გატაცება მაქვს – ხელსაქმე…

სად ფილოსოფია, სად ქსოვა ან სამკაულების დაწნა არა? მაგრამ ასეა, ეს ერთგვარი განტვირთვაა ჩემთვის.

ზუსტად 5 წლის ვიყავი პირველი „რაღაც“, სწორედ რაღაც რომ მოვქსოვე🙂 ბებიამ მასწავლა ქსოვა. რამე რომ არ დამეშავებინა ჩემთვის ან ჩემი პატარა ძმისთვის, ბებომ დიდ ცოცხს ჯოხები დააძრო და დამაჭერინა ხელში ჩხირების ნაცვლად. მეც მეტად ამაყი ვიყავი და ვხლართავდი ძაფებს. ეს იყო ჩემი პირველი გამოცდილება… შემდეგ ყაისნაღიც შევიყვარე და მძივებით ქსოვა…

ახლახან ჩემი ძველი სკივრი გავხსენი და ბავშვობაში მოქსოვილი ფაჩუჩები, თოჯინების კაბები და ათასი რამ აღმოვაჩინე🙂 საკმაო დრო მქონდა და მოცალეობის ჟამს კვლავ დავიწყე ხელით რაღაც-რუღაცეების შექმნა… ოღონდ ახლა ძირითადად მძივებზე შევჩერდი. ამ ბლოგზე შევეცდები ჩემი ხელით შექმნილი მძივები დავაწყო, ქსოვის ტექნიკის და ბისერით ხლართვის დეტალებიც ვასწავლო მას, ვისაც სურს. ბლოგს თანდათან შევავსებ…

ასე რომ, გიწვევთ  ჩემი ხელნაკეთი ნივთების სამყაროში…