ჩხირებით ქსოვის ტექნიკა

საწყისი რიგის თვლების გამოყვანა

ჩხირებით ქსოვა იწყება საწყისი რიგის თვლების გამოყვანით.

გავხსნათ ძაფის გორგალი, გაათავისუფლეთ ძაფი (ასე 30-40 სმ), მოახვიეთ მარცხენა ხელის საჩვენებელ თითზე, ძაფი საჩვენებელ და ცერა თითზე უნდა შემოახვიოთ, ძაფის კიდე დიდ თითს უნდა შემოატაროთ ქვემოდან ზემოთ /როგორც 1 ნახატზეა ნაჩვენები/, შემდეგ ძაფი, რომელიც გორგლიდან მოდის და მისი კიდე, რომელიც ცერა თითზეა შემოხვეული მარცხენა ხელის სხვა თითებით უნდა დაიკავოთ ხელის გულზე მიჭერით /ნახ. 1/. ორი შეერთებული ჩხირი დაიჭირეთ მარჯვენა ხელში (იმისათვის, რომ საწყისი რიგის თვლები ფართე იყოს და არ იყოს ძალიან მოჭერილი, მას ორ შეერთებულ ჩხირზე კრეფენ), ამოუყარეთ ჩხირები ქვემოდან ცერა თითზე დახვეულ მარყუჟში (ხელის გულის მხრიდან), მიუახლოვეთ ისინი საჩვენებელ თითზე დახვეულ ძაფს, მარჯვენა მხრიდან ქვემოდან ამოსდეთ ძაფს ჩხირები და გაატარეთ ცერა თითზე დახვეული ძაფის მარყუჟში, რის შემდეგაც ამ მარყუჟს (თვალს) იშორებთ /ჩამოაცურებთ/ ცერა თითიდან, გაშლით ცერა და საჩვენებელ თითს და მოჭიმავთ მიღებულ მარყუჟს. შემდეგი თვლები ასე მიიღება: ჩხირები ქვემოთ დავქაჩოთ, რომლის დროსაც ცერა თითზე კვლავ წარმოიქმნება მარყუჟი, რომელშიც, როგორც პირველ შემთხვევაში, უნდა გამოვატაროთ ძაფი – ჩხირებზე წარმოიქმნება თვალი, და ასე უნდა განვაგრძოთ მანამდე, სანამ საჭირო რაოდენობის თვლებს არ ავკრეფთ.

 

 

 

უნდა მივაქციოთ ყურადღებას იმას, რომ თვლების სიმჭიდროვე ჩხირებზე იყოს თანაბარი, ვინაიდან პირველი რიგი ეს ნაქსოვის კიდეა (პულოვერის, სახელოსი, საყელოსი და ა.შ.) და თუ პირველი რიგი თვლების აკრეფისას არათანაბარი იქნება, კიდეც უსწორმასწორო გამოვა.

შენიშვნა. რაც უფრო მეტი თვალი გვაქს ასაკრეფი პირველი რიგისათვის, ძაფის თავისუფალი ბოლო მით გრძელი უნდა იყოს.

წინა კიდე – ეს თვალის ის ნაწილია, რომელიც ჩხირის წინ მდებარეობს, თქვენკენ ახლოს. უკანა კიდე – ეს თვალის ის ნაწილია, რომელიც ჩხირის უკანაა.

საწყისი რიგი მოსამზადებელი რიგია და ის ნაყშის შემქმნელი რიგების რიცხვში არ ითვლება. პირველი რიგია ის, რომელიც საწყისი რიგის შემდეგ მოდის.

ძაფისა და ხელების მდებარეობა ჩხირებით ქსოვისას

როდესაც საწყისი რიგის თვლებს მოქსოვთ,  ერთი ჩხირი უნდა გამოვაცალოთ, ხოლო თვლებიანი ჩხირი მარცხენა ხელში გადავიტანოთ /ცაციებმა მარჯვენაში/ ისე, რომ სამუშაო ძაფი ჩხირის მარჯვენა კიდეზე აღმოჩნდეს. სამუშაო ძაფს მარცხენა ხელის საჩვენებელ თითზე დავიხვევთ საათის ისრის მიმართულებით სასურველია ორჯერ, რომ ძაფის დაჭიმულობა თანაბარი იყოს, რომ შემდეგ ნაქსოვიც თანაბარი გამოვიდეს. ძაფიანი საჩვენებელი თითი ჩხირიდან 2-2,5 სმ დაშორებით უნდა გვეჭიროს, რომ მარჯვენა ჩხირით ძაფის თავისუფალი ჩაჭიდება უზრუნველვყოთ.  დანარჩენი თითებით გვეჭიროს ჩხირი, ხოლო მარჯვენა ხელის ცერა თითით გვეჭიროს კიდეზე მყოფი თვალი, რომ ის ჩხირიდან დროზე ადრე არ ჩამოცურდეს.

თავისუფალ ჩხირს მარჯვენა ხელის თითებით ვიჭერთ წვერიდან 1,5-2 სმ დაშორებით. ამ მდგომარეობაში მარჯვენა ჩხირი გამოიყენება ახალი თვლების შესაქმნელად, რომელიც სამუშაო ძაფის წინა რიგის თვლების ამოქსოვით მიიღება და რომლებიც მარცხენა ჩხირზე არიან.

 

 

 

თვალის გამოსაყვანად სამუშაო ძაფი ან მარცხენა ჩხირის წინ (ნამუშევარის წინ) უნდა იყოს ან უკან. პირველ შემთხვევაში თვალი გამოიყვანება თქვენგან, მეორე შემთხვევაში თვალის ამოყვანის მიმართულება თქვენსკენაა. ე.ი. სამუშაო ძაფის და თავლის ამოყვანის მიმართულებით განასხვავებენ წაღმა და უკუღმა თვლებს. ამ ორი ტიპის თვალი წარმოდგენს სწორედ ჩხირებზე ქსოვის საფუძველს. ამ ტექნიკის დაუფლებაა უმთავრესი ჩხირებზე ქსოვისას.

 

One comment on “ჩხირებით ქსოვის ტექნიკა

  1. Наталича, меня зовут Нуну Валерияновна….фамилия Пирцхалава. по образованию я юрист, живу и работаю в далёкий Сибирь. Нижневартовский р-н пос. высокий. приехала суда 1982г (вышла замуж за украинца, а он меня привёл суда) 2 года назад вышла на пенсии и открыла здесь магазинчик сувениров. у нас 55 тыс. жителей. оригинальные такие вещи только у меня, товар подруги мне шлют из Дагестана. безумно понравилась твоей работы…. думаю ты их продаёшь…. давай может наладим связь… давно до безумия хочу нашу чеканку….пока не получается, но ищу выход на грузинский рынок….. если что получиться у меня в Тбилиси живёт брат с семьей техническими вопросами она займется если ты не захочешь возиться

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s