ქსოვა

რა არის ქსოვა?

ჩხირებით ქსოვა ეს უწყვეტი ძაფის თვლებად ტრანსფორმირების პროცესია, ეს თვლები კი ერთმანეთში ჰორიზონტალურად (რიგები) და ვერტიკალურად (სვეტები) იხლართებიან და ერთიან ნაქსოვ ტილოს ქმნიან. იცვლებიან რა ზუსტად განსაზღვრული თანამიმდევრობით სხვადასხვა ტიპის თვლები (ჩხირებით ქსოვა) ან სვეტები და თვლების ჯაჭვი (ყაისნაღით ქსოვისას), ქმნიან ნაქსოვის ნაყშს (სახეს). ქსოვის დროს თვლების მომატება ან კლება რიგში, ქმნის საბოლოო ნაწარმის ტექნიკური გაბარიტებს – მის ზომას და კომბინაციებს.

მე შევეცდები ნელ-ნელა შევავსო პატარა გაკვეთილებით და გაგაცნოთ როგორც ორი ჩხირით ქსოვის ტექნიკა, ისე ყაისნაღით ქსოვის ტექნიკაც. პირველ ეტაპზე იქნება მხოლოდ გრაფიკული გამოსახულებები. მასალებს ყოველდღე შევავსებ ახალ-ახალი ნაყშით.

ვიწყებ ორი ჩხირით. იმედი მაქვს, ეს გაკვეთილები გამოადგება ყველას, ვინც დაინტერესებულია ქსოვის შესწავლით.

თითოეული გაკვეთილის ბმული დაიდება ამ გვერდზე და ის შეგეძლებათ მოიძიოთ კატეგორიებშიც.

 

ჩხირებით ქსოვის ტექნიკა

ორი ჩხირით ქსოვის პირობითი აღნიშვნები