ქართული ორნამენტი ქსოვაში ვისაც გამოუყენებია, თავად დარწმუნებულა, თუ რამდენად ლამაზია ის. მრავალი ქართული ორნამენტი, რომელსაც ჩვენი ბებიები იყენებდნენ ჩვენთვის უცნობია. არადა ყოველ მათგანს თავისი სახელი, თავისი ფერთა შეხამება აქვს, ძირითადად თალხი, მუქი ფერებისა, თუმცა ღია ტონალობებიც გვხვდება. ისინი ისე ენაცვლება ლეგა ფერებს, რომ არც კი იგრძნობა მათი სიკაშკაშე. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქართული ორნამენტი უნდა მოიქსოვოს მხოლოდ მუქ ტონებში. არაბუნებრივი ფერების გამოყენება ხშირად უფრო ცხადად წარმოაჩენს ორნამენტის სინატიფეს.
ჩემს ბლოგზე დავდებ სქემებს ხევსურული, თუშურის, კარიბჭის, ფარდაგის ორნამენტებსა და ჩუქურთმას. ამ ორნამენტების გამოყენება შეიძლება როგორც ხელით თუ მანქანაზე ნაქსოვ ტანსაცმელში, ისე ბისერით დაწნული სამკაულებში.
სქემებში მოცემული ყველა ფერი ქართული ფერებია. ყველა ეს სქემა ავიღე 1993 წელს გამოცემული პატარა ბროშურიდან – „ქართული ორნამენტი“.
სქემები სამი ფორმით იქნება მოწოდებული. ყველა ეს სქემა ავაგე პროგრამაში BeadsWicker. ამიტომ, არ უდნა იყოს გაუგებარი ის წარწერილი ციფრები, რომელსაც პროგრამა ამა თუ იმ ფერს ანიჭებს. პირველად განვათავსებ ფარდაგის ორნამენტებს, და თანდათანობით დავამატებ ყველას.
ფარდაგის ორნამენტები: